შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სმენა: 10:00 – 19:00 სთ; / 13:00 – 22:00 სთ.
ხელფასი: 750 ლარი (NET) ფიქსირებული + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
- მომხმარებლებთან კონსულტაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახმარება
- კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა
- ვიტრინის აწყობა (ბანერის, სტიკერების განთავსება და მანეკენების შესაბამისად წარმოდგენა)
- ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა
- მაღაზიის სისუფთავის დაცვა
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
- საშუალო განათლება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის საშუალო დონეზე ცოდნა
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას.
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
- კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- Fitpass მომსახურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
წარმატებებს გისურვებთ!