სტანდარტული

სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

20 აპრილი - 20 მაისი
დეტალები
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
600 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
უნარები
გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ვაკანსიის აღწერა

"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • საბონუსე სქემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (თვეში 3-4-ჯერ ღამის ცვლა);
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება - კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
  • სადაზღვევო პროგრამაში მონაცემების ასახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება
ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება, სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გახდი ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2023 წელი

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კატეგორია
დაზღვევა
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
20 აპრილი - 20 მაისი