ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი
20 აპრილი - 20 მაისი

ვაკანსიის აღწერა

ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “Vivo Medical Group” 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან  მულტრიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,  ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 600 ლარი, სამი თვის შემდეგ  750 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
  • სრულყოფილი სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • საჭიროების შემთხვევაში გამოტოვებული გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთან ;
  • პაციენტების ექიმებთან ვიზიტების ჩანიშვნა კალენდარში;
  • პაციენტთა კმაყოფილების სატელეფონო კვლევის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება / სტუდენტი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
  • ქართულ ენაზე  გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე - ინგლისური/რუსული;
  • საოფისე პროგრამები - საბაზისო დონეზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

***    მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
დეტალები
ხელფასი
600-750 ₾ + ბონუსი
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
სამედიცინო, ჯანდაცვა, ადმინისტრაცია, ფინანსები, ბუღალტერია, მენეჯმენტი, მომხმარებელთან ურთიერთობები
სლოგანი
ჩვენ ვზრუნავთ
მისამართი
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
20 აპრილი - 20 მაისი