კომპანია „პრესტიჟი“ აცხადებს აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის
განყოფილებაში სააფთიაქო და სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი -
ქ. თბილისი პ.სარაჯიშვილის 17 ა
სამუშაო გრაფიკი -
9:30 -18:00 საათი
დასვენების დღეები
- შაბათი და კვირა
ანაზღაურება: 1000 –
1200 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი პროდუქციის საფუძვლიანი შესწავლა
- სააფთიაქო ვიზიტების განხორციელება
- სააფთიაქო ვიზიტების ყოველკვირეული
გეგმის შედგენა
- ვიზიტებთან დაკავშირებით ყოველდღიური რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება აფთიაქებში და ისი პარის მაღაზიებში: პროდუქციის განლაგების გაკონტროლება, ფოტოების
შემოწმება, მომხმარებელთან ურთიერთობა, აფთიაქებში არსებული ნაშთისა და
მათი ვადების კონტროლი, აფთიაქებიდან შეკვეთების მიღება
- მიღებული შეკვეთის დამუშავება და საწყობისთვის გადაცემა
- მოკლევადიანი პროდუქტების შეცვლა სააფთიაქო
ქსელისთვის. პროდუქტებზე ფასდაკლების პროცენტის განსაზღვრა; ინფორმაციის მიწოდება მაღაზიებისთვის და სტატისტიკის ჯგუფისთვის
- აფთიაქების უზრუნველყოფა საპრომოციო მასალით
- ექიმებთან სამედიცინო ვიზიტების განხორციელება
- პერიოდულად პარაფარმაციული განყოფილების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში (კონფერენცია,
აქციები) მონაწილეობის მიღება: ბანერებით, საინფორმაციო მასალებით და
ნიმუშებით უზრუნველყოფა და მასალის დარიგებაში მონაწილეობა, დაინტერესებული
პირებისთვის კონსულტაციის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1
წლიანი გამოცდილება.
- სასურველია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული
მახასიათებლები/უნარები:
- გამართული მეტყველება და ეფექტური პრეზენტაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- გუნდურად მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ 2023 წლის 04
მაისამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.