„ჯი არ სი“ – 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. „ჯი არ სი“ ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/
„ჯი არ სი“ აცხადებს ვაკანსიას რუსთავში დანადგარის ოპერატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: რუსთავი
განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
მოვალეობები:
· მილკვადრატის დანადგართან მუშაობა;
· დანადგარის ნედლეულით მომარაგება განსაზღვრული გეგმის, გრაფიკისა და წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით (მიმდევრობა, სისქე, სიგანე, ჩახვევის მხარე);
· დანადგარის გადაწყობის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.
აუცილებელი მოთხოვნები:
· უპირატესობა მიენიჭება საწარმოო დანადგარებთან მუშაობის, ან/და შედუღებისა და ჭრის სამუშაობის შესრულების გამოცდილებას;
ჩვენ გთავაზობთ:
· ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
· კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
· კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - უფასო კვება, ტრანსპორტირება, ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV 2023 წლის 14 მაისამდე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
„ჯი არ სი“ გისურვებთ წარმატებას!