უმცროსი გაყიდვების მენეჯერი

41 პეკინის გამზირი, თბილისი
21 აპრილი - 21 მაისი

ვაკანსიის აღწერა

"OPTIMO"-ში უმცროსი გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!


"OPTIMO" - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

უფრო დეტალურად: http://www.optimo.ge

 

Optimo-ში უმცროსი  გაყიდვების მენეჯერის როლი მოიაზრებს:


  • განსაზღვრულ ლოკაციებზე ვიზიტს, ახალი პარტნიორი ობიექტების მოსაძიებლად და მოსაზიდად
  • დაინტერესებული კომპანიებისთვის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება

ჩვენ გთავაზობთ:


  • საინტერესო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • მოტივირებული და მეგობრული გუნდის წევრობას

ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ თუ:


  • გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • არ გაშინებს ციფრული სამყაროს გამოწვევები
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა

რაც შეეხება დამატებით დეტალებს:


  • 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (შესაძლებელია, ასევე გრაფიკზე ხელშეწყობა)
  • დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი 41
  • ანაზღაურება: ფიქსირებული, ხელზე ასაღები 400ლ + ბონუსი. (ჯამურად 800-1200ლ გამომუშავების შესაძლებლობა)

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე CV ან გადადით ლინკზე

https://crm.area.ge/crm/deal/web-form/vacancy.php/ 


წარმატებებს გისურვებთ!

დამსაქმებლის შესახებ
21 აპრილი - 21 მაისი