კომერციული მენეჯერი (ჰორეკას მიმართულებით)

წერეთლის გამზირი, თბილისი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
2-3 წელი
21 აპრილი - 21 მაისი

ვაკანსიის აღწერა

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, დალმაიერი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, კომერციული მენეჯერის (ჰორეკას მიმართულებით) თანამდებობაზე. 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭებათ ჰორეკას მიმართულებით გამოცდილ კანდიდატს; 
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა. 
პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურება განიხილება  კვალიფიკაციის შესაბამისად. 
პიროვნული თვისებები:

  • გუნდურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • თანამშრომლების მოტივაციაზე ორიენტირებული.
მოვალეობები:

  • მოლაპარაკებების გამართვა ყველა მსხვილ თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან  (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ოფისები, საწარმოები და სხვა.) კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების გაფართოებისა და  განვითარებისთვის;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ახალი მომწოდებლების ძიება და პორტფელის გაზრდაზე ზრუნვა;
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან;
  • ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და უზრუნველყოფა მისი დროულად, ვადებში დაფარვა;
  • მის დაქვემდებარებაში არსებული სავაჭრო გუნდის განვითარება, მოტივაცია და დასახული გეგმის შესრულებაზე კონტროლი;
  • კომპანიის  სტრატეგიიდან გამომდინარე ობიექტებისთვის კვარტლური პრომო-აქტივობების კალენდრის შემუშავება და მისი განხორციელება;
  • დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო წარმომადგენლების მუშაობის კონტროლი,  კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება; 
  • გაყიდვების არხების და სავაჭრო ობიექტების მიხედვით ყოველთვიური გეგმის, დაგეგმილი პრომო -აქციების შესრულების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო გუნდისთვის ყოველთვიურად ინიციატივების დასახვა, მისი მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
  • კომერციულ დეპარტამენტში აუცილებელი ორგანიზაციული რეგულაციების და ინსტრუქციების შექმნა;
  • კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
  • კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.
იხ. კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი:  https://mziuriholding.ge/      
           
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
2-3 წელი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
21 აპრილი - 21 მაისი