ვივო
მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პროცესების და პროცედურების სტანდარტიზაციისა
და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “Vivo Medical
Group” 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური
საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო
ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. 8
სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი
მოვალეობები:
- კლინიკის პოლიტიკებისა და პროცედურების
დოკუმენტირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
- საჭიროების შემთხვევაში, არსებულ
პოლიტიკებსა და პროცედურებში ცვლილებების შეტანა;
- კლინიკის შიდა პროცესების ტრანსფორმაცია
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
- კლინიკებში არსებული პროცესების შესწავლა, ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- შიდა პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება
და მათ მინიმიზაციაზე მუშაობა;
- ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ცვლილებების
ინიცირება;
- პროცედურული ცვლილებების მიზნით, სხვადასხვა
სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობა და მათ დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- შეთანხმებული ცვლილებების განხორციელების
მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
- სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების
მეთვალყურეობა და მათი დანერგვის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, გარე
პარტნიორებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება პროცედურებისა და
სტანდარტების დოკუმენტირების მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება პროცესების ანალიტიკის
/ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და განვითარების მიმართულებით;
- უპირატესობა მიენიჭება ხარისხის
საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას
- MS Word / Excel / PowerPoint / Visio-ს ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
უნარები:
- ქართულად და ინგლისურად გამართული წერითი
და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის
გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს,
რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს
ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის)
იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით,
ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი
უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების
შეწყვეტა.