შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კომპლექტაციის სპეციალისტის პოზიციაზე ლილოს ლოჯისტიკურ ცენტრში.
ძირითადი მოვალეობები:
შეკვეთის ჯავშნის დოკუმენტის მიღება და შესაბამისად შეკვეთის აგროვება;
შეგროვებული შეკვეთის დასაწყობება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
შეკვეთის გამზადების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უკუკავშირი ხელძღვანელთან;
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
დეტალებზე ორიენტირება;
პუნქტუალურობა;
დისციპლინირებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
ხელფასი: 950 ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.