მაღაზიის მენეჯერი

25 აპრილი - 25 მაისი
დეტალები
მისამართი
შალვა გოგიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.thermocenter.ge

შპს ,,თერმო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული + კონკურენტული საბონუსე სისტემა


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი.
  • მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განთავსება;
  • პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • მაღაზიაში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის საწყობში მარაგების აღრიცხვის დროულად და ზუსტად წარმოების უზრუნველყოფა;
  • სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • წყლის და კანალიზაციის სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:


  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

გისურვებთ წარმატებას!

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
მისამართი
შალვა გოგიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
25 აპრილი - 25 მაისი