გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღები

1 V.gorgasali St, სტეფანწმინდა
25 აპრილი - 25 მაისი

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi  აცხადებს ვაკანსიას გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყველა საჭირო მონაცემის პროგრამაში შეყვანა;
  • გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე ინფორმაციის ფლობა და საჭიროების შემთხვევაში სტუმრისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარისა და ტექნიკის მოვლა;
  • ტრენაჟორების დარბაზისა და გამოსაცვლელი ოთახის გასაღებების გაცემა-დაბრუნების კონტროლი;
  • გამაჯანსაღებელი ცენტრის წევრების აღრიცხვა.
დამატებითი მოთხოვნები:

  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 აპრილამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დეტალები
ენები
ქართული, English
უნარები
პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაციის კარგი უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
1 V.gorgasali St, სტეფანწმინდა 4700, საქართველო
სოციალური ქსელები
25 აპრილი - 25 მაისი