ლაბორატორიის სპეციალისტი

ფეიქართა ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
საველე
1 წელზე ნაკლები
25 აპრილი - 25 მაისი

ვაკანსიის აღწერა

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 2 აგრეგატის, 15 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და 2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.


შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ლაბორატორიაში საჭირო ანალიზების წარმოება, თხევადი და გამყარებული ბეტონის პარამეტრების დადგენა.
  • სამშენებლო ობიექტებზე ბეტონის სინჯის აღება, ანალიზის წარმოება და ხარისხის შემოწმება მშენებლობის კუთხით.
  • საწარმოში შემოსული ნედლეულის, ქვიშის, ხრეშის, ცემენტის და ქიმიური დანამატის სხვადასხვა ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების შემოწმება.
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით.
  • MS Office მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.


დაინტერსების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებას!

 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.


შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

 

 

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საველე
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
მშენებლობა
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
25 აპრილი - 25 მაისი