სტანდარტული

ექაუნთ მენეჯერი

26 აპრილი - 26 მაისი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
უნარები
მომხმარებელთან ურთიერთობის/ მათი მხარდაჭერის გამოცდილება, გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით

ვაკანსიის აღწერა

Citycom არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ურთიერთობები კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სამეზობლოს, რომლის წევრებსაც საერთო გამოწვევების დაძლევა უნდათ და ამისთვის თანხების მობილიზება  სჭირდებათ. ვეხმარებით ააგროვონ თანხები სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა უზრუნველყონ კიდევ უფრო კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო.

Citycom ელექტრონული საფულის საშუალებით, ეხმარება კორპუსის სამეზობლოს კორპუსის ფინანსების მარტივად და გამჭვირვალედ მართვაში, თანხების შეგროვებასა და კეთილმოწყობაში.

გაიგე უფრო მეტი აქ >>  https://citycom.ge/    >>https://hello.citycom.ge/

კომპანიის განვითარებასა და ზრდასთან ერთად გვემატება ახალ-ახალი პოზიციები და მიმართულებები. ამ ეტაპზე, ვეძებთ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც გაყიდვების შემდგომი მომსახურების გუნდში იმუშავებს და ჩართული იქნება ჩვენი კლიენტების განვითარებაში.


რისი გაკეთება მოგიწევს:

 არსებული და ახალი მომხმარებლებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება;

 სერვისების გარშემო კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;

 კომუნიკაცია ახალ თავმჯდომარეებთან;

 ახალი თავმჯდომარეებისთვის სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება, მათი გამოყენების შესახებ ინსტრუქციების გაცემა;

 მობინადრეების მიერ ჩადენილი ფროდის მონიტორინგი და ანალიზი;

 დაფიქსირებული გადაცდომების შესახებ ანგარიშების წარმოება და მათი გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან/თავმჯდომარეებთან;

 შემომავალი ან/და გამავალი ზარების მეშვეობით თავმჯდომარეებთან კომუნიკაცია;

 ახალ ან არსებულ აბონენტებთან დაკავშირებული საკითხების გავლა თავმჯდომარეებთან;

 ამხანაგობის თავჯდომარის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა ოპერაიების წარმოება;

 თავმჯდომარეებისთვის მათი მისამართის გარშემო ყოველთვიური რეპორტის მომზადება/გაგზავნა.


მთავარია გქონდეს:
  • მომხმარებელთან ურთიერთობის/ მათი მხარდაჭერის გამოცდილება;
  • გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • სასურველია გამოცდილება ქოლ. ცენტრში
  • მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მონდომება და სიახლეების სწავლის დიდი სურვილი.

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების სურვილი გაქვს, გაგვიზიარე შენი CV "გაგზავნა" ღილაკის საშუალებით.

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?

მაშ გამოგზავნე შენი CV!

CITYCOM-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.

კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
მისამართი
50 ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
26 აპრილი - 26 მაისი