GASTRONOME GROUP-ი დაარსდა
2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by
Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME GROUP-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს ბარმენის
პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების
სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება
სტუმრებისთვის
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
- სასმელის მომზადება სწრაფად და ხარისხიანად
- ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით
- რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ
გამოყენება,
- მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;
მოთხოვნები:
- მინ. 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
- ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 1000
ლარი
ლოკაცია : თბილისი, მეიდანი.
თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ
სტანდარტებს,გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!