სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერი

24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
საოფისე
01 მაისი - 26 მაისი

ვაკანსიის აღწერა

 

 

კომპანიის შესახებ:

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს,  როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • განაკვეთი: სრული, ორშაბათი - ხუთშაბათი 10:00 - 19:00, პარასკევი - 10:00 - 17:00

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

 

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ციფრული არხებით/დესკზე შემოსული ზარალების მიღება/დამუშავება;
  • ანაზღაურების პროგრამული აღრიცხვა;
  • კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
  • სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

 

აკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;



პიროვნული თვისებები:

 

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • გამართული მეტყველება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  2023 წლის 25 მაისის ჩათვლით.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

 

ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;   

ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

 

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

 

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
English, Русский
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
უნარები
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
01 მაისი - 26 მაისი