ზარალების რეგულირების მენეჯერი

01 მაისი - 26 მაისი
დეტალები
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
English, Русский
განათლება
ბაკალავრი
უნარები
მანქანის მართვის გამოცდილება, MS Excel პროგრამის ცოდნა

ვაკანსიის აღწერა

კომპანიის შესახებ

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: ზარალების რეგულირების მენეჯერიპოზიციაზე, Non Motor-ის მიმართულებით.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი.

 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ  განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • Non Motor ( ქონება, ტვირთები, პასუხისმგებლობა, PPI და ა.შ.) ზარალის დარეგულირების პროცესის მართვა შემთხვევის დაფიქსირებიდან, მოსარგებლის მიერ დარეგულირების აქტის ხელმოწერის ჩათვლით;
  • სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გასვლა;
  • სადაზღვევო შემთხვევის დეტალების და გარემოებების შესწავლა შემთხვევის ადგილზე;
  • შემთხვევის ადგილზე მიმდინარე პროცესის სრულად, დროულად და ეფექტიანად წარმართვა;
  • სადაზღვევო შემთხვევაში მონაწილე პირებთან კომუნიკაციის დამყარება;
  • ზარალის დარეგულირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება და მომზადება;
  • საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და კომპანიაში არსებული მონაცემების შესწავლა;
  • ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა;
  • ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება და მომხმარებლის დეტალური ინფორმირება მიზეზების შესახებ;
  • დოკუმენტაციის შესწავლის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზარალების ადმინისტრირების პროცედურის შესაბამისი ნაბიჯების განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების პროცესის სრულად, დროულად და ეფექტიანად წარმართვა.
  • საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.


აკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება(ბაკალავრი);
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მანქანის მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Excel პროგრამის ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)   2023 წლის 25 მაისის ჩათვლით.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

 

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.




მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
01 მაისი - 26 მაისი