სტანდარტული

ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი

02 მაისი - 17 მაისი
დეტალები
მისამართი
32 Rafael Agladze St, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
განათლება
ბაკალავრი
უნარები
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.


კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას -  ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი


ძირითადი მოთხოვნები:


  •      უმაღლესი განათლება სასურველია სატრანსპორტო მენეჯმენტის მიმართულებით;
  •      საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

ძირითადი მოვალეობები:


  •    სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირებაში ჩართულობა;
  •    შემოსული შეკვეთების კოორდინირება, კომპანიის მძღოლების სწორი გადანაწილება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის უზრუნველყოფა;
  •    დღის განმავლობაში, კომპანიის  მძღოლების გადაადგილების  GPS კონტროლი;
  •    გაწეული მომსახურების შესაბამისი ინვოისების მომზადებაში ჩართულობა;
  •    ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:


  •     პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •     ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  •     შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •     გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:


  •   ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •   კორპორატიული ნომერი;
  •   ფიქსირებული დანამატი ხელფასზე არასრულწლოვანი შვილების ყოლის შემთხვევაში;

ანაზღაურება: განიხილება გამოცდილებიდან გამომდინარე; 

 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 02 ივნისი,  2023 .


მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!


შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

02 მაისი - 17 მაისი