სტანდარტული

ჯუსერი

02 მაისი - 01 ივნისი
დეტალები
მისამართი
15 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"სკა" არის პირველი ჯუს ბარის კონცეფცია საქართველოში, რომლის მისიაც არის საზოგადოებაში დანერგოს ჯანსაღი, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესი.

ვის ვეძებთ? ვეძებთ ახალგაზრდა, ენერგიულ, მოტივირებულ და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ადამიანებს, რომლებიც "სკას" ამბასადორები იქნებიან საზოგადოებაში.

პოზიციის მიმოხილვა:

ჯუსერი არის "სკას" გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სტუმრის პირველ შთაბეჭდილებაზე, განსაკუთრებულ მომსახურებაზე და მაღალი სტანდარტების დაცვაზე. ჯუსერი "სკაში" შემოსულ სტუმარს ხვდება ღიმილით, იღებს შეკვეთებს, ამზადებს სასმელსა და საჭმელს და ყურადღებას აქცევს, რომ ბარი ყოველთვის წესრიგში იყოს "სკას" სტანდარტების მიხედვით.

პასუხისმგებლობები:

  •  სტუმართან ურთიერთობა: ენერგიულად, სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება;
  •  პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია (ყველა პროდუქტის კატეგორიაში "სკას" მიერ მომზადებული ნუტრიციული ინფორმაციის ცოდნა);
  •  სტუმართან დღის შეთავაზებებსა და ახალი პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია;
  •  სალაროსთან შეკვეთების მიღება;
  •  პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
  •  მაგიდების ალაგება;
  •  სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
  •  ნებისმიერი სახის ფიდბექის ან უკმაყოფილების ბარის მენეჯერთან დაფიქსირება;
  •  სტუმრის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება (სკას კონცეფციის ფარგლებში);
  •  მუდმივი ტრენინგი და განვითარება.
ბენეფიტები:

  •  მეგობრული სამუშაო გარემო;
  •  "თიბისი" დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ან დაგვიკავშირდით: 579039636

კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/skajuicebar/videos/527486004689257/

მისამართი
15 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
02 მაისი - 01 ივნისი