სტანდარტული

დარბაზის ადმინისტრატორი

02 მაისი - 01 ივნისი
დეტალები
მისამართი
ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
800 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
უნარები
გუნდის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 43 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით. ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით.

სამუშაო პირობები:

  • 40 საათიანი სამუშაო კვირა
  • ანაზღაურება 800 ლარიდან + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების კონტროლი
  • განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი
  • პროდუქციის გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება
  • წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღება მომწოდებლებისაგან
  • სავაჭრო დარბაზში პერსონალის სწავლება/ქცევის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში (ადმინისტრატორის, მოლარის, კონსულტანტის პოზიციაზე)
  • სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა
  • სავალდებულოა ოფის-პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სწრაფი აზროვნების უნარი
  • დაკვირვების უნარი
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდის მართვის უნარი.
აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: cv@zgapari.ge (არ დაგავიწყდეთ სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია).

"ზღაპრის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სლოგანი
,,იპოვე შენი ადგილი ჩვენს გუნდში"
მისამართი
გარდაბანის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
02 მაისი - 01 ივნისი