Standart

საწყობის მენეჯერი - ლილო

02 May - 16 May
Details
Address
2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
Salary
2000-2500 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00
Experience
2-3 years

Vacancy description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ლილოში მდებარე ლოჯისტიკურ ცენტრში.

 ფუნქცია-მოვალეობები:

  • 3000 მ²  სასაწყობე ფართში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი;
  • საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა–დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • საწყობის მუშაობის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი;
  • ჩამოწერის პროცედურის კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და კონტროლი;
  • ოპერაციული დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
 საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • 1C მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
პირობები:

  • გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;
  • ხელფასი: ფიქსირებული 2000 - 2500 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • Fitpass;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV,

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის  ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

02 May - 16 May