გაყიდვების კონსულტანტი

ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
2-3 წელი
03 მაისი - 02 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი , პრემიუმ  ბრენდების ოფიცალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია NABU, 25 წლიანი გამოცდილებით , აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე , მაღაზია “ NEW TREND  department store “ -ისთვის . შერჩევა მოხდება რამოდენიმე ეტაპად კონკურსის სახით. 

იძებნებიან  კრეატიული ადამიანები, ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით, აქვთ ძალიან კარგი გემოვნება, ერკვევიან ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებენ საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდეციებს. ქვთ გამოცდილება შესაბამის სფეროში და ასევე ფლობენ მომსახურეობის მაღალი სტანდარტების საფუძვლებს. 

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს  მოთხოვნებს 

  • პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
  • ადგილმდებარეობა : თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
  • სამუშაო განრიგი :  კვირაში 5 დღე, ცვლებში: 
        11:00 -20:00 
        13:00- 22:00 

  • ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • შერჩევის ფორმა: გასაუბრება 
აუცილებელი მოთხოვნა : 

  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა  და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა
  • სასურველი ასაკი : 30 + (ასაკობრივი ზედა ზღვარის, სქესისა და სხვა შეზღუდვის გარეშე)
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები- კარგი, თავისუფალი საკომუნიკაციო დონე
ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურეობის და კონსულტაციის გაწევა 
  • პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება , გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.
პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას !
დეტალები
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
დამსაქმებლის შესახებ
03 მაისი - 02 ივნისი