საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, დალმაიერი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, კომერციული მენეჯერის (ჰორეკას მიმართულებით) თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
უპირატესობა მიენიჭებათ ჰორეკას მიმართულებით გამოცდილ კანდიდატს;
ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
პირობები:
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი;
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
ანაზღაურება განიხილება კვალიფიკაციის შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
გუნდურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შრომისმოყვარეობა;
პუნქტუალურობა;
თანამშრომლების მოტივაციაზე ორიენტირებული.
მოვალეობები:
მოლაპარაკებების გამართვა ყველა მსხვილ თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ოფისები, საწარმოები და სხვა.) კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების გაფართოებისა და განვითარებისთვის;
კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
ახალი მომწოდებლების ძიება და პორტფელის გაზრდაზე ზრუნვა;
ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან;
ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და უზრუნველყოფა მისი დროულად, ვადებში დაფარვა;
მის დაქვემდებარებაში არსებული სავაჭრო გუნდის განვითარება, მოტივაცია და დასახული გეგმის შესრულებაზე კონტროლი;
კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე ობიექტებისთვის კვარტლური პრომო-აქტივობების კალენდრის შემუშავება და მისი განხორციელება;
დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო წარმომადგენლების მუშაობის კონტროლი, კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;
გაყიდვების არხების და სავაჭრო ობიექტების მიხედვით ყოველთვიური გეგმის, დაგეგმილი პრომო -აქციების შესრულების უზრუნველყოფა;
სავაჭრო გუნდისთვის ყოველთვიურად ინიციატივების დასახვა, მისი მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
კომერციულ დეპარტამენტში აუცილებელი ორგანიზაციული რეგულაციების და ინსტრუქციების შექმნა;
კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.