კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.
კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე IT განყოფილებაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 145 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00 სტაჟირების ანაზღაურება: 500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრაში მონაწილეობა;
უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა (7, 10);
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 მაისამდე.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.