კომპანია
"მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.
თუ ხარ აქტიური, მოტივირებული, გიყვარს ღიმილი და ადამიანებთან ურთიერთობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე
მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: საბურთალო, გლდანი, ნახალოვკა.
სამუშაო განაკვეთი: 8 საათი, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 900-1200 ლარიფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
- მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
- მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
- სალაროსთან მუშაობა;
- მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
- მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
- სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
- მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია).
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს:
https://www.facebook.com/madartgeorgiaდაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე
31 მაისამდე.CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!