სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე რუსთავში.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
- შეკვეთის გაფორმება.
- კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელობა და სითამამე;
- სისწრაფე, ოპერატიულობა;
- ინიციატივიანობა, აქტიურობა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
- კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
- შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
ტექნიკური უნარები:
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება: მოჭრილი + ბონუსი + მანქანის ცვეთის ხარჯი + საწვავი.
სამუშაო განრიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:10 – 18:30 სთ.
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).
გისურვებთ წარმატებებს!