ვენური საოჯახო კომპანია იულიუს მაინლი, 160 წელზე მეტია ეწევა ყავის მოხალვისა და ჩაის მოწოდებას მსოფლიოს წამყვანი პლანტაციებიდან.
კომპანია საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს როგორც HORECA მიმართულებით აგრეთვე შოურუმებით და მაღაზიებით. თბილისში ორი ხოლო ბათუმში ერთი მაღაზიით შემოიფარგლება.
შოურუმების განვითარების ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც ადგილზე შეისწავლის ყავის კულტურას და მეთოდიკას. შოურუმებში მოსულ სტუმრებს გაუწევს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას და მოამზადებს უმაღლესი ხარისხის მარცვლისგან ყავის სხვადასხვა სახეობას.
განვითარების ეტაპზე კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მის კარიერის განმავლობაში გაიაროს კვალიფიციური ტრენინგები როგორც საქართველოში აგრეთვე ქვეყნის გარეთ.
კანდიდატის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
- Julius Meinl-ის პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით
განაცხადის მიღების ვადა 08.06.2023
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "პრემიუმ ტრეიდინგი"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!