აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- ხარჯთაღრიცხვის მართვა და კონტროლი;
- ფასდაკლებების, გაუქმებისა და კორექტირებების ყოველდღიური კონტროლი;
- დეპარტამენტებს შორის კვებისა და სასმელების ტრანსფერების მონიტორინგი;
- ხარჯების მოცულობის მართვა და კონტროლი;
- მინიმალური და მაქსიმალური ნაშთის კონტროლი;
- სასმელებისა და საკვების ფასების კონტროლი საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად;
- დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება;
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- თვის რეპორტის მომზადება და მისი ანალიზი;
- შერჩევითი შემოწმება და თვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი;
- ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი;
დამატებითი მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- განთავსების, კვებისა და სასმელის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- საოფისე პროგრამა Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Materials Controls და Micros პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 მაისამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.