კომპანია "სუფთა სახლში" სტუდენტებისთვის დასაქმების ინოვაციური პროგრამა დაიწყო
- უნიკალური პრაქტიკისა და თეორიის სინთეზი
- პროფესიული ორიენტაცია და კარიერის მასტერკლასები,
- პერსონალური მენტორები დარგების მიხედვით,
- "𝐑𝐨𝐥𝐞 𝐏𝐥𝐚𝐲" და "𝐂𝐚𝐬𝐞 𝐒𝐭𝐮𝐝𝐲" მეთოდოლოგია,
- ორენოვანი სერტიფიცირება
- სარეკომენდაციო წერილი დარგების მიხედვით
- გრძევლადიანი დასაქმების შესაძლებლობა სუფთა სახლსა და/ან მის პარტნიორ კომპანიაში - ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
დღეს როდესაც დასაქმების ბაზარს აქვს მრავალფეროვანი მოთხოვნა ახლგაზრდა ადამიანის მიმართ, აუცილებელია პირველ რიგში მკაფიოდ გვქონდეს გააზრებული რისი კეთება გვსურს და საით მივდივართ, ასევე აუცილებელია აღვიჭურვოთ ყველა იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტითა თუ პრაქტიკული ცოდნით, რასაც გთხოვს დღეს თანამედროვე სტანდარტები
კარიერული მენტორშიფის პროგრამა ეს არის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი, იმ ახალგაზრდა ადამიანებისათვის ვისაც სურს გაერკვეს საკუთარ პროფესიულ არჩევანში, გამოკვეთოს ძლიერი და სუსტი მხარეები, მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, გაძლიერდეს პიროვნულად და ამ ყველაფრის ფონზე ეფექტურად დაპოზიციონირდეს დამსაქმებლის წინაშე,
გაიმყაროს პრაქტიკული ცოდნა კომპანიის ადმინისტრაციასა და მენეჯმენტის სხვადასხვა დეპარტამენტებში, როგორიც არის ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, PR და სოციალური მედიის მართვა, ადმინისტრაციული და კორპორატიული სამართალი, გაყიდვები, E-commerce, ბიზნეს პროცესების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, აუდიტი და სხვა.
პროგრამა არის 6 კვირიანი, ამ პერიდოის მანძილზე პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ 6 თეორიული და 6 პრაქტიკული შეხვედრა, რომლებიც დაფუძნებულია Role Play და case study მოდელზე, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ცოდნის მიღების პარალელურად უშუალოდ ჩაერთონ კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებისა და ბიზნეს პროექტების მართვის პროცესში, ხელმძღვანელი პირებისგან მიიღონ პრატქიკული ცოდნა, მათთან ერთად მოახდინონ სხვადასხვა ქეისებისა თუ სიტუაციური ამოცანების ანალიზი - მოახდინონ ბიზნესის მართვის მექანიზმების ეფექტური სიმულაცია.
აქ მოგეცემა შესაძლებლობა დააგემონო სასურველი დარგი და სწორად დაიგეგმო კარიერული მომავალი!
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დასაქმდეთ კომპანიის ქსელში ანაზღაურებად პოზიციაზე - ზაფხულის სამი თვის მანძილზე, მხოლოდ ამ შემთხევვაში თქვენზე მორგებული სამუშაო გრაფიკისა და სესიების აჯენდის მიხედვით - პარალელურად შეძლებთ გაიაროთ მენტორშიფის პროგრამა.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ 20 მაისამდე!