GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
- მომხმარებლების კონსულტაცია
- ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება
- ფრეშების სხვადასხვა სახეობების მომზადება
- მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
- ონლაინ მიღებული შეკვეთის მომზადება
- სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
- ყავის და ფრეშის აპარატის მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად და ჰიგიენური ნოემრბის დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
- სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
- გამართული მეტყველება
ფილიალების ადგილმდებარეობა:
- აბაშიძის ქუჩა, ვაკე
- ვაჟა-ფშველას გამზირი, საბურთალო
- ამაღლების ქუჩა , სოლოლაკი
- ბელიაშვილის ქუჩა, დიღომი
ანაზღაურება: 1000 ლარი.
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება : 1 კვირა ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
სწავლება და განვითარება: კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების სწავლასა და განვითარებაზე . შესაბამისად, მათ მუდმივად უტარდებათ ტრენინგები, როგორც მომსახურების და გაყიდვების მიმართულებით ასევე საკვები და სასმელი პროდუქტების მიმართულებით.გამომდინარე აქედან, ვეძებთ სტაბილურ თანამშრომლებს მინიმუმ ერთ წლიანი შრომითი ურთიერთობისთვის.
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!