შემოგვიერთდი "Almondero-ში” გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: გალერია თბილისი • Galleria Tbilisi, რუსთაველის გამზირი 2/4.
კომპანიის შესახებ:
თხილეულისა და ჩირეულის ქართული ბრენდი, ალმონდერო გალერია თბილისის IV სართულზე გაიხსნა. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და სასარგებლო ელემენტებით სავსე სნექი სამ ძირითად კატეგორიაში: თხილეული, ქართული და ეგზოტიკური ხილის ჩირი და სხვადასხვა სახეობის მცენარის გული. ალმონდეროს კრეატიული კონცეფციის და ვიზუალის მქონე გემრიელი სივრცე უკვე აქტიურად მასპინძლობს მომხმარებლებს და ანებივრებს მათ მრავალფეროვანი შეთავაზებებით.
მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში კი ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით;
- სტენდზე არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება;
- პროდუქციის განახლება და გასაყიდად მომზადება.
- პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
- ყოველთვიური აღწერების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
დამატებითი პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება
- მოქნილი გრაფიკი: ცვლები
განაცხადის შემოტანის პროცედურა:
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე CV
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: +995 577 588 552; 577 37 41 04;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს 🤝