მწვანე სკოლასთან არსებული ,,მწვანე ბაღი’’ აცხადებს ვაკანსიას ბაღების ქსელის დირექტორის პოზიციაზე.
მწვანე ბაღის მისიაა, პოზიტიური ქცევის განმტკიცების გზით, ხელი შეუწყოს ბავშვს გახდეს დამოუკიდებელი, ადაპტური, ჯანსაღი, ჰუმანური ღირებულების, კოგნიტური და სოციალურ- ემოციური უნარების მქონე ინდივიდი, რომელიც სოციუმში წარმატებით შეძლებს თავის დამკვიდრებას. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების ინდივიდუალურობის გათვალისწინებით შექმნილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში, ცნობისმოყვარეობისა და კვლევა-ძიების პროცესის წახალისებით, ისინი ვითარდებიან და იღებენ პოზიტიურ გამოცდილებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მწვანე ბაღების ქსელის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა;
- გრძელვადიანი გეგმების დასახვა და აღსრულების პროცესის მართვა;
- ქსელში არსებული პროცესების შესწავლა და ოპტიმიზაცია;
- სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მიმდინარეობის მონიტორინგი;
- ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება და ბიუჯეტის შემუშავებაში თანამონაწილეობა;
- დანახარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
- Სამუშაო პროცესის შეფასება და სწორი ანალიზის გაკეთება;
- ანალიზის საფუძველზე ძლიერი მხარეების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
- პრობლემური მხარეების იდენტიფიცირება და მოგვარების გზების დასახვა;
- კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პერიოდული ანგარიშგებების მომზადება/წარდგენა კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტისა და დამფუძნებლებისათვის;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და მათი ეფექტური გადანაწილება;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში ადაპტაციის პროცესში ხელშეწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში, მშობლებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი;
- ხელმძღვანელ პოზიციაზე, მინიმუმ 5 წლიანი, მუშაობის გამოცდილება;
- გუნდის მართვის, მინიმუმ 5 წლიანი, გამოცდილება;
- ადრეული განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საგანმანათლებლო პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Საერთაშორისო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- შედეგზე ორიენტირების უნარი;
- გუნდის ფორმირების და მართვის უნარი;
- ზეპირად და წერილობით ეფექტურად კომუნიკაციის უნარი.
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების, აზრის კონსტრუქციულად გამოხატვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- საკუთარი გუნდის მოტივირების უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
- მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა;
- გამოცდილი, განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდი;
- ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greenschool.org.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბაღების ქსელის დირექტორი.
სასურველი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, არჩეულ აპლიკანტს დაერიცხება ერთჯერადი Sign Up ბონუსი 5 000 ლარის ოდენობით.
მწვანე სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!