GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- იმპორტთან დაკავშირებული სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება
- ბრენდების მოძიება (როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე საერთაშორისო გამოფენების საშუალებით)
- შეკვეთების ფორმირება და ექსკლუზიური ხელშეკრულებების გაფორმება
- იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი
- ტრანსპორტირების სრული ციკლის მართვა/კონტროლი
- გაყიდვების ანალიზი
- მარაგების კონტროლი და სწორი დაგეგმარება
- პარტნიორ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება/გაუმჯობესება
- შოურუმის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება არსებული ბრენდებისა და პროდუქციის სპეციფიკის შესახებ
- შემსყიდველებისთვის სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
- მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესყიდვების/იმპორტის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს , რომლებსაც აქვთ ცოდნა სამზარეულოს ინდუსტრიული დანადგარების შესახებ
- უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
- ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- მოლაპარაკების წარმოებით განსაკუთებული უნარი (როგორც წერილობითი ასევე ზეპირისიტყვიერი)
- პრეზენტაციის უნარი
ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
გისურვებთ წარმატებებს!