„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო დრო: 10:00 – 18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა; (B1 დონე)
MS Office - ის ცოდნა;
სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
კორპორატიული და საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება;
მომხმარებელის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადება, შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა;
ყოველთვიურად მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;
არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების, სარეკლამო რგოლების დაგეგმვის და განხორციელების საკითხებში ჩართულობა;