კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე:
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი, 10:00 – 18:00 სთ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების
- მიმართულებით;
- სათადარიგო ნაწილების კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
- საავტომობილო სფეროს ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
- MS Excel – ის ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომწოდებლებთან ურთიერთობა;
- მინიმალური დადგენილი მარაგების კონტროლი და შეკვეთის მომზადება;
- საქონლის ბრუნვის ანალიზი (A;B;C;D ანალიზი) - თვის კვარტლის, წლის ჭრილში და დადგენილი პერიოდულობით შეკვეთების მომზადება;
- არალიკვიდური მარაგის ანალიზი, რეალიზაციის შესაძლო გეგმის მომზადება და შესრულების კონტროლი;
- შეკვეთის ლოჯისტიკური ნაწილის კონტროლი, არსებულ სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობა და ახალი კომპანიების მოძიებაზე ზრუნვა;
- ახალი მომწოდებლების მოძიება და ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- მარკეტინგული აქტივობების ჩამოყალიბება გაყიდვების გაზრდის და არალიკვიდური მარაგების რეალიზაციის მიზნით;
- მწარმოებლების მიერ დადგენილი ბიზნეს გეგმების შესრულების კონტროლი;
- კომპანიის მიერ დადგენილი ბიუჯეტის (გეგმის) შესრულების კონტროლი;
- დანაკლისით ან დაზიანებით ჩამოსული ნაწილების ანაზღაურების მოთხოვნა მწარმოებლებთან;
- სატენდერო წინადადებების მომზადება და მოგებული ტენდერების შესრულების კონტროლი;
- მომხმარებლების წინასწარი და საბოლოო ინვოისების რეესტრის წარმოება;
- შეკვეთების რეესტრის წარმოება და დეტალების მოწოდების სტატუსების მუდმივი განახლება;
- მომწოდებლების ინვოისების და ტრანსპორტირების დოკუმენტების რეესტრის წარმოება;
- ტრეინინგებში და გამოფენებში მონაწილეობა და ნაწილების მრჩეველების ტრეინინგი;
- ანგარიშგება (რეპორტინგი) ხელმძღვანელობასთან;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას !