სტანდარტული

მიტანის სერვისის ოპერაციების წარმომადგენელი

17 მაისი - 10 ივნისი
დეტალები
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
ენები
ქართული, English
უნარები
ანალიტიკური აზროვნების უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ვაკანსიის აღწერა

მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“  აცხადებს ვაკანსიას მიტანის სერვისის ოპერაციების წარმომადგენლის პოზიციაზე.


ჩვენ ვართ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანია. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. ასევე ჩვენი ახალი ონლაინ პლატფორმის დახმარებით მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას სასურველ ადგილას უმოკლეს დროში მიიღონ მათთვის სასურველი პროდუქტები.


ჩვენ გთავაზობთ:


  • განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ძირითადი ფუნქციები:


მიტანის სერვისის ოპერაციული პროცესის გამართული და შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;

პარტნიორი კურიერების რაოდენობის, გადანაწილების, ანაზღაურების, ეკიპირების, ინფრასტრუქტურის და კმაყოფილების ინდექსის კონტროლი;

მაღაზიაში პროდუქციის შემგროვებელი თანამშრომლების სამუშაოს ეფექტურად შესრულების კონტროლი;

მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად ოპერაციების მიმართულებით სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობა;

 სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება.

 

ვაკანსიის მოთხოვნები:


  • ოპერაციების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Word; MS Excel) ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან / პლათფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ  რეზიუმე (CV).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი, 2023 წელი

 

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

სლოგანი
დაზოგე მარტივად !
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
17 მაისი - 10 ივნისი