მთავარი ბუღალტრის მოადგილე

115 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
სრული განაკვეთი
3-5 წელი
18 მაისი - 17 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "ჯითი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების- Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის მოადგილე პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება და ანალიზი;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და კომპანიის პროცედურებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • სააღრიცხვო ოპერაციების კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგი;
  • თვის დახურვის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება, წარდგენა მენეჯერისთვის;
  • ხარჯების ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზი;
  • საგდასახადო ანგარიშგების მომზადება;
  • სხვადასხვა ტიპის კალკულაციების მომზადების პროცესში ჩართულობა (იმპორტი/ექსპორტი/გადასახადები);
  • ხარჯების კალკულაციის პროცესების ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • წლიური ფინანსური აუდიტის წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურის და თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
  • კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი (ფინანსური აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word; Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English
გამოცდილება
3-5 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
115 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
18 მაისი - 17 ივნისი