მიმღების თანამშრომელი/ Receptionist

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თბილისი
ცვლები
18 მაისი - 17 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

ACCOR  არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 53 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ ბრენდს. 

ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5100-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში. 
 
ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო “Ibis Styles Tbilisi Center” აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის  პოზიციაზე. 
  
ძირითადი მოვალებები: 

  • მიიღოს სტუმრები სასტუმროში, შეხვდეს თბილი და მეგობრული მანერით მათი სასტუმროში დარჩენის პერიოდში. 
  • სტუმრების მიღების პროცედურების ჯეროვნად მართვა, მიიღოს შევსებული სარეგისტრაციო ბარათები. 
  • აწარმოოს ოთახების მინიჭების პროცედურა. 
  • დაარეგისტრიროს გასაღები უსაფრთხოების წესების დაცვით. 
  • უზრუნველყონ სტუმრების პასპორტებისა და ვიზების სათანადო რეგისტრაცია. 
ძირითადი მოთხოვნები: 

  • Microsoft Office; Opera PMS, ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება . 
  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია სხვა ენების  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 
პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული; 
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • მეგობრული და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • კომუნიკაციის დახვეწილი უნარი. 
გრაფიკი: დღის და ღამის ცვლები. 
ანაზღაურება: 800 ლარი +ბონუსი. 
  
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დეტალები
ხელფასი
800 ₾ + ბონუსი
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა
დასაქმების ტიპი
ცვლები
ენები
ქართული, English
უნარები
პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მეგობრულობა
18 მაისი - 17 ივნისი