დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების სუპერვაიზერი

115 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
სრული განაკვეთი
2-3 წელი
18 მაისი - 17 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "ჯითი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების- Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW,Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების სუპერვაიზერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრულ პროგრამა ორის-5-ში მუშაობის გამოცდილება;
  • rs.ge - ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
  • კომპანიის დამკვეთებთან არსებული გადახდის პირობების მონიტორინგი, დამუშავება და ზედამხედველობა;
  • დავალიანების მქონე დებიტორებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და კონტროლი (სატელეფონო ზარები, სმს-ის გაგზავნა, ელექტრონული კომუნიკაცია, ინვოისის, ანგარიშ-ფაქტურის, შედარების აქტის, სააღრიცხვო ბარათის მუდმივი კონტროლი);
  • გაფორმებული საავანსო შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი;
  • გაფორმებული საავანსო შეკვეთების სისწორის დადგენა და გადამოწმება ბუღალტრულ სისტემაში  და შესაბამის პასუხისმგებელ დეპარტამენტებთან;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • დახურული საავანსო შეკვეთების კონტროლი საბუღალტრო სისტემაში და კომპანიის DMS-თან შესაბამისობაში;
  • დებიტორული და საავანსო ნაშთების რეპორტის მომზადება, ვადიანობის (Aging) დადგენა და მისი წარდგენა კომპანიის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელისთვის;
  • ყოველკვირეული რეპორტის წარმოება და ყოველთვიურად ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
  • დებიტორული დავალიანების და მიღებული ავანსების ყოველთვიური ჯამური რეპორტების მომზადება და წარდგენა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;
  • მომხმარებლებთან თანხის დაბრუნების დოკუმენტალური მონიტორინგი და საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვის კონტროლი;
  • კომპანიაში გაფორმებული ხელშეკრულებების (PDF ასლი) მიღება, დაარქივება, ვადების კონტროლი, ხარვეზიანი ხელშეკრულებების გადამოწმება  და დანართების აღრიცხვა;
  • დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
  • უიმედო ან/და საეჭვო ვალების ბაზის შექმნა და წარდგენა ფინანსური და იურიდიული სამსახურისთვის შემდგომი რეაგირებისთვის;
  • საწარმოს გადახდილი ავანსების და კრედიტორული დავალიანების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება და მონიტორინგი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ბრუნვადობის კოეფიციენტების  ეფექტური გაუმჯობესება;
  • ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანების ოპტიმიზაციის ეფექტური გზების მოძიება, რეკომენდაციის გაცემა და პოლიტიკის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსური აღრიცხვის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • ბუღალტრულ ტრანზაქციებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ცხრილებთან მუშაობის უნარი, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, გუნდურად მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
115 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
18 მაისი - 17 ივნისი