შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 900-1200 (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
- სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
- სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).