მიწოდების დამხმარე - ბათუმი

Rezo Tabukashvili St, ბათუმი
19 მაისი - 18 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მიწოდების დამხმარის პოზიციაზე ქ.ბათუმში.

ოფისის მისამართი: თაბუკაშვილის 17ა. ქ.ბათუმი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი; 
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და გადაზიდული ტონაჟის მიხედვით (800-დან-1200 ლარამდე) და სეზონური ბონუსი(01.06-დან 31.08-ჩთ) 600 ლარის ოდენობით;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მიწოდება;
  • დადგენილი სტანდარტის მიხედვით, პროდუქციის წარმოდგენა;
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია უნარები და ცოდნა:

  • საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა
  • სასურველია კანდიდატს ქონდეს მართვის მოწმობა B კატეგორია და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:

  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე
  • ტელეფონით: 599 48 92 23/ 505 55 73 06
  • ან მობრძანდით მისამართზე:  თაბუკაშვილის 17ა ქ. ბათუმი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

  • ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დეტალები
ხელფასი
800-1200 ₾
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საწყობი და წარმოება, ლოჯისტიკა
მისამართი
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
სოციალური ქსელები
19 მაისი - 18 ივნისი