სტანდარტული

გაყიდვების მენეჯერი

19 მაისი - 22 მაისი
დეტალები
მისამართი
25 ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი, თბილისი
ხელფასი
1700 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 19:00
ენები
ქართული, Русский
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
1C ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, საოფისე პროგრამების ცოდნა

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.


რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი
  • დაქვემდებარებული პერსონალის დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება
  • სექციის გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
  • ფასების კორექტირება, აქციების და ფასდაკლებების განხორციელება
  • მოთხოვნად პროდუქციაზე  ინფორმაციის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენთთან;
  • მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საცალო/პირდაპირ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); 
  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა
  • 1C ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 
პიროვნული თვისებები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი 


პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
  • სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
  • ანაზღაურება 1700 ლარი + ბონუსი
  • კვება;
  • Fitpass

  

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი
CV ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ.


ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.


თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
19 მაისი - 22 მაისი