„ჯი-ემ- თი გასტრონომია“ აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის „ფუნიკულიორის“ კომპლექსი, სახაბაზო „პური გულიანი“,
გასტრონომიული დუქანი „რიგი“ და „პური გულიანი ექსპრესი“. კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
გრაფიკი - სრული
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების მოძიება;
კომპანიის პროდუქტების, სერვისების, სიახლეების შეთავაზება;
B2B თანამშრომლობა;
რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება სასურველია მსგავს სფეროში;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ორგანიზებულობა და დისციპლინა;
გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2023 წლის 3 ივნისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV.