ბრენდ მენეჯერი

თბილისი
24 მაისი - 07 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

სს “გეფა“ აცხადებს ბრენდ მენეჯერის ვაკანსიას ფრენჩაიზ პროექტების მიმართულებით

ძირითადი მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა. სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები

  • ბრენდის/ბრენდების განვითარების სტრატეგიის და ბიუჯეტის შემუშავებაში თანამონაწილეობა:
  • პორტფოლიოს და ბრენდების ასორტიმენტის განახლებაზე მუდმივი ზრუნვა და მეთვალყურეობა:
  • კატეგორიების ტრენდების გადახედვა და პოტენციალის განსაზღვრა;
  • ბაზრის შესწავლა-ანალიზი;
  • ქსელში ნაშთების ოპტიმალური განაწილება.
  • საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია, რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან განხილვა:
  • შესყიდვების/შეკვეთის forecast-ების და გეგმების მომზადება; 
  • თვიური / კვარტლური / წლიური რეპორტინგის მომზადება. 
  • მერჩენდაიზინგის მართვა და კონტროლი:
  • ნაშთების და მერჩენდაზინიგის მუდმივი მონიტორინგი;
  • მაღაზიებსა და აფთიაქებში პროდუქციის განლაგების მონიტორინგი და რეკომენდაციების გაცემა;
  • გასაფორმებელი მასალების შეკვეთაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული აქტივობის შემუშავებაში მონაწილეობა, მართვა და უშუალო ხელმზღვანელთან შეთანხმება დეკლარირების მიზნით:
  • სიახლეებისა და ღონისძიებების გეგმარებაში ჩართულობა/პროცესის კონტროლი;
  • ბრენდის და საცალო ქსელის ჭრილში მარკეტინგული კამპანიებისა და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა (ხელმძღვანელთან შეთანხმებით), ინიცირება, აქტივობების განხორციელების მუდმივი მონიტორინგი და შედეგების ანგარიშგება;
  • ციფრული მარკეტინგის გეგმების და ბიუჯეტების შემუშავებაში, კამპანიიების დაგეგმვასა და განხორციელებაში თანამონაწილეობა, შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
  • მაღაზიებსა და აფთიაქებთან კომუნიკაცია:
  • კონსულტანტებისა და ფარმაცევტებისთვის ინფორმაციის მომზადება. პრეზენტაციების/ტრენინგების ჩატარება აღნიშნული პროდუქციის შესახებ საჭირო სამუშაო საკითხებზე;
  • გაყიდვის წერტილებში რეგულარული ვიიტები სამუშაო პროცესების დახვეწისა და დასახული მიზნების მისაღწევად. 
  • კომპანიის სხვა განყოფილებებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • დაკისრებული ყველა ფუნქცია–მოვალეობების დროული და ჯეროვანი შესრულება.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე არაუგვიანეს 10 ივნისისა.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დეტალები
ენები
ქართული, English
დამსაქმებლის შესახებ
24 მაისი - 07 ივნისი