საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც
წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი,
მასლიანა, ჰაგისი, კლინექსი , კოტექსი, ფერმა,
ტულჩინკა, გრემიო, კაპრო...) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას თბილისში პრისეილერის
(სავაჭრო წარმომადგენელი) თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს
კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- მაღალ ფიქსირებულ ხელფასს;
- გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას;
- სამოტივაციო ბონუს
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება;
- თბილისის რეგიონების კარგად ცოდნა;
- მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს
დასაწყებად)
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;
- დაძაბულ
რეჟიმში მუშაობის უნარი
მოვალეობები:
- უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
- უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის
პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
- უზრუნველყოს
სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო
განლაგება;
- აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
- ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
- გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა
მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე;
- უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული
თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სლაროში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.