სტუმართა მომსახურების სპეციალისტი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: საათობრივი +ბონუსები
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა
ვინ ვართ ჩვენ?
EPISODE Hotels-ში ჩვენ ვახდენთ რევოლუციას სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც აერთიანებს დიზაინსა და ტექნოლოგიას. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ შეასრულონ თითქმის ყველა ოპერაცია იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დახმარებით, რომლებიც დანერგილია EPISODE-ში. ტექნოლოგიური ინოვაციები ჩვენთვის კომფორტის წყაროა და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ გულწრფელად გაიზიარონ ჩვენი ხედვა.
ფუნქციები და მოვალეობები:
• სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება
• სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება
• მათთვის სასტუმროს სერვისების გაცნობა და შეკითხვებზე პასუხი
• სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა - მიმდინარე დავალებების და ოპერაციების შესრულება
• რესტორანში, ბარსა და ღონისძიებებზე სტუმრებისთვის მომსახურების გაწევა
• სამუშაო პროცესში ცვლის მენეჯერის დავალებების შესრულება, რაც უშუალო კავშირშია დაკავებულ პოზიციასთან
• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან ეფექტური კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
• ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
• თავაზიანობა და კეთილგანწყობა
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
• ინგლისური ენა B1
სასტუმრო ეპიზოდი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი სრულად ტექნოლოგიური მომსახურების სასტუმრო. ჩვენთან მუშაობით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააკვირდეთ, მიიღოთ და შეისწავლოთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითონ "სტუმრების სერვისის სპეციალისტი".
ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს „Episode Hotels“-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას.