Standart

რეგისტრატორი

29 May - 28 June
Details
Address
აეროპორტის გზატკეცილი, ბათუმი
Salary
800 ₾ + Bonus
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული

Vacancy description

betlive.club ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

 

www.betlive.club

https://www.linkedin.com/company/betlive-club/

https://www.facebook.com/betlive.club

 

"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის  პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)

სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი და ბონუსი.

უშუალო ხელმძღვანელი:  ჰოლ მენეჯერი

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;
  • რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
  • მომხმარებლის ელექტრონული პორტალის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • მომხმარებლის ინფორმირება არსებული პროდუქტების და აქციების შესახებ;
  • მომხმარებლის  შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება საჭიროების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • პროფესიონალურად და დროულად დახმარება სტუმრის  ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
  • საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • ინგლისური და თურქული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

 

betlive.club გთავაზობთ:

 

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • დრესკოდის უზრუნველყოფას;
  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

 

ერჩევის ეტაპები:

 

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • ტრენინგი. 

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ან მოცემულ ლინკზე შეავსოთ თქვენ შესახებ მინიმალური ინფორმაცია https://betlive.club/ka/jobs.

 

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

 

 

 

 

 

Category
Gambling
Location
პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
29 May - 28 June