სატელეფონო გაყიდევბის ოპერატორი

თბილისი
10:00 - 19:00
29 მაისი - 05 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია K Consulting (www.kconsulting.ge) მარკეტინგულ და HR სერვისებს უწევს სხვადასხვა დამკვეთებს და ორიენტირებულია ძლიერი დამსაქმებლის ბრენდის შენებაზე.

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული სტარტაპისთვის ვეძებთ სატელეფონო გაყიდევბის ოპერატორს.

დეტალები:

ანაზღაურება: 800-1200 ლარი ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00 სთ

აუცილებელია ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება და რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

ფუნქციები:

  • პროდუქციის ვიზუალური, თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა
  • შემომავალი მოთხოვნების დამუშავება  (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული „ლიდები“) და CRM სისტემაში გადაყვანა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი / გადამისამართება, წერილების, გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა
  • მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და მისი საჭიროებების დადგენა
  • მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება
  • ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა. შეთანხმებული დეტალების შესახებ ელ ფოსტის გაგზავნა /  სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი
  • კომპანიის სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი შეთავაზებების მომზადება და წარდგენა
  • მონაცემთა ბაზის წარმოება
  • მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
  • გაყიდვების გეგმის შესრულება
  • გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია
  • კომპეტენციის ფარგლებში და კვალიფიკაციის შესაბამისად სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება
  • ხელმძღვანელთათვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარე, სამომავლო და დასრულებულ პროექტებზე. 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ სივი.

გისურვებთ წარმატებებს შერჩევის პროცესში!
დეტალები
ხელფასი
800-1200 ₾ + ბონუსი
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
დამსაქმებლის შესახებ
29 მაისი - 05 ივნისი