კომპანია K Consulting (www.kconsulting.ge) მარკეტინგულ და HR სერვისებს უწევს სხვადასხვა დამკვეთებს და ორიენტირებულია ძლიერი დამსაქმებლის ბრენდის შენებაზე.
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული სტარტაპისთვის ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს
ვაკანსიის დეტალები:
ანაზღაურება: 1300 ლარიდან ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00 სთ
აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
ფუნქციები:
- პროდუქციის ვიზუალური, თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა
- პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტის განხორციელება; აზომვის ჩატარება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; მომხმარებელთან ვიზიტის შემდგომ მონაცემების ბაზაში ასახვა
- მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და მისი საჭიროებების დადგენა
- მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება
- ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა. შეთანხმებული დეტალების შესახებ ელ ფოსტის გაგზავნა / სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი
- კომპანიის სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი შეთავაზებების მომზადება და წარდგენა
- მონაცემთა ბაზის წარმოება
- მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
- გაყიდვების გეგმის შესრულება
- გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია
- კომპეტენციის ფარგლებში და კვალიფიკაციის შესაბამისად სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება
- ხელმძღვანელთათვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარე, სამომავლო და დასრულებულ პროექტებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ სივი
გისურვებთ წარმატებებს შერჩევის პროცესში.