Standart

გაყიდვების მენეჯერი

29 May - 28 June
Details
Address
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი
Salary
1500-2000 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00
Languages
English
Experience
2-3 years
Education
Bachelor
Skills
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა

Vacancy description

 

კომპანია ,,ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 12 მდე  ქსელურ აგრომაღაზიასა - ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოს რეგიონებში.


ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

ვეძებთ ახალ თანამშრომელს კორპორატიული  გაყიდვების მენეჯერის  ვაკანსიაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი  ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და  დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება.


გვიხილეთ:
Facebook-ზე -
https://www.facebook.com/Baraka.Georgia

Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A

ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მაშტაბით გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება;
  • საქართველოსი აგრო ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი;
  • კომპანიის საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის და მათ შორის კორპორატიული კლიენტებისათვის ,  სავაჭრო ობიექტებისათვის (მაღაზიებისათვის) წლიური გაყიდვების გეგმის შემუშავება და ყოველთვიური განახლება;
  • კომპანიის გაყიდვების გეგმის რეალიზაციის მონიტორინგი;
  • კომპანიის ბაზრის წილის ზრდაზე ზრუნვა;
  • კორპორატიული კლიენტებისათვის კომერციული პირობების შემუშავება  და  მოლაპარეკებების წარმოება;
  • პარტნიორებთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება ზრუნა, შემდგომი შენარჩუნება და განვითარება;
  • კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი და მათი გაყიდვების ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად წლიური სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • სავაჭრო მარკეტინგული ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს მაშტაბით მივლინებები ბაზრის მონახულებისა და ანალიზის მიზნით;
  • შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და წარდგენა  ;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის  ან მაგისტრის დიპლომი;
  • გაყიდვებში მინიმუმ 2  წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის, გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
სხვა დამატებითი მოთხოვნები:

  • გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  • ბიუჯეტირების და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;
  • პროცესების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა.
  • პირადი მსუბუქი ავტომანქანა  აუცილებელია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე.

ბენეფიტები:

  •         ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •        კორპორატიული ნომერი, სატელეფონო ლიმიტით;
  •         ავტომანქანის საწვავის ლიმიტი და ცვეთის თანხა ყოველთვიურად

 

გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე  დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს  კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად    1500 -დან 2000-მდე  ( NET)  ფიქსირებული და დამატებით საბონუსე სისტემა.

კორპორატიული  გაყიდვების  მენეჯერი,  ანგარიშვალდებულია  კომპანიის კომერციულ დირექტორთან  წინასწარ შემუშავებული  გაყიდვების  ყოველთვიური და წლიური  გეგმის შესრულებაზე ,

სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მ.ალექსიძის ქ.# 13  და საქართველოს რეგიონები.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.

გისურვებთ წარმატებებს!

Category
Research
Slogan
მეცნიერება უხვი მოსავლისთვის
Location
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
29 May - 28 June