შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლის მიღება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა;
მომხმარებლის სწორად გადამისამართება;
მაღაზიაში არსებულ პროცესების და პირობების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის;
საჭირო საბუთების (შეკვეთა, ინვოისი, ზედნადები, მიწოდება) გაფორმება;
დამატებითი მომსახურებების ჯგუფის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება, კონტროლი;
გაყიდული საქონლის დაბრუნება/გაცვლის დოკუმენტების გაფორმება და პროცესის გაძღოლა;
მომხმარებლის პრეტენზიის მიღება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სასურველია;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონზე;
საოფისე პროგრამების სამომხარებლო დონეზე ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა;
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი;
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/ საოჯახო);
FitPass;
კვება;
უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
₾
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი, რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი